ყველას გსმეიათ ალბათ ამერიკის "სიამაყის" სიმპსონების შესახებ. სიმპსონებს დაახლოებით 5-6 წელი ვუყურებ, თუმცა დღემდე არ დამიკარგავს სურვილი მათი ახალი სერიებისადმი, მაგრამ სამწუხაროდ, სიმპსონებს არ მოუპოვებია პოპულარობა საქართველოში რამოდენიმე მიზეზის გამო: * საქართველოს "გენიალური" ტელევიზიები დაკავებული იყო ლათინო-ამერიკული სერიალებით
* ახალი თაობა რუსულის ბაიბურში არ იყო
* ინტერნეტში კაცი-შვილი არ ეძებდა სერიებს, ხომ იცით კომპიუტერი მარტო მხოლოდ თამაშისთვისაა
მოკლედ, ტელეკომპანია "იმედმა" ერთი თვის წინ გამოაცხადა ლეგენდალური სიმპსონების ქართული რიმეიკის სამსონაძეების შესახებ. მთელი თვე მოუთმენლად ველოდი, მულტფილმის ტელეეკრანზე ხილვას და როგორც იქნა სამი დღის წინ ვუყურე, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი... ანიმაცია, გახმოვანება, იუმორი ყველაფერი უმდაბლეს დონეზე იყო. მომეწონა მხოლოდ რამოდენიმე ხუმრობა, რომლებმაც ცოტათი მაინც აუწიეს სამსონაძეებს რეიტინგი ჩემს თვალში. მიუხედავად ყველაფრისა თავს ერთი რამით მაინც ვიმშვიდებ სიმპსონების პირველი სერიები სუფთა დებილიზმი იყო, ამიტომ სიმპსონების დასაწყისს, რომ შევადაროთ ქართული რიმეიკი, რიმეიკი ბევრად ჯობდა
სიმპსონები ახალგაზრდობაში:
სამსონაძეების პრომო:
ესეც ჩემი განაჩენი უაზრო 15 წუთის გამო ერთი კვირა მოცდას არ ვაპირებ, დარწმუნებული ვარ არც ერთი თქვენგანიც ასე მოიქცევა
Hi, nearly two weeks ago, after updating Opera to the newest snapshot, one bug revealed oneself Secured (HTTPS) Websites didn't want to load... I had to open stupid Internet Explorer to view secured web pages Because of that, i have been searching for solution untill today... Earlier i asked for help in the Opera forum and checked it just today, the solution was posted by Opera Developer yngve. To fix the problem follow steps written below: 1) Go to For Windows XP C:\Documents and Settings\Your Account\Application Data\Opera\Opera For Windows Vista C:\Users\AppData\Roaming\Opera\Opera
2) Search for files: opcacrt6.dat, opicacrt6.dat and opssl6.dat
3) Delete or move files
4) Rerun Opera
If you did everything correctly, https pages will load correctly
მგონი არავის არ მოსწონდა (ვინ შემოდის აქ, მაგრამ მაინც ), ის გრძელი მისამართი რომელიც ამ ბლოგს აქვს... ამიტომ დავამატე ახალი URL, ეს არის WwwBlog.co.cc (Www-ს შემდეგ წერტილი არ გეგონოთ ). My.Opera-ზე არ არის პარკინგის შესაძლებლობა, რის გამოც უბრალო URL გადამისამართება (Forwarding) გავაკეთე. თუ ეს დომენიც არ მოგწონთ, დააკომენტარეთ, შემიძლია სხვაც მივამატო
Document Viewer - Very usefull JS for them who would like to edit/view files directly in web browser, or if you can't open OpenOffice word document (.odt) in your PC. If you want this script for Firefox Download it from HERE to install it just download and OPEN it with firefox
Document Viewer - ძალიან გამოსადეგი ჯავასკრიპტი მათთვის ვისაც უნდა ამა თუ იმ დოკუმენტის პირდაპირ ბრაუზერში გახსნა/რედაქტირება, ან კიდევ ვერ ხნსნით OpenOffice-ს ტექსტურ დოკუმენტს (.odt) თქვენს კომპიუტერში.. თუ გინდათ ეს სკრიპტი Firefox-ისთვის გადმოწერეთ ის, აქედან დასაინსტალირებლად გადმოწერეთ და გახსენით Firefox-ით
მხარდაჭერილი ფაილები | Supported Files:
Zoho Viewer Microsoft Office Formats doc / docx - Microsoft Word Document xls / xlsx - Microsoft Excel Spreadsheet ppt / pptx - Microsoft PowerPoint pps - PowerPoint Slideshow
გადმოსაწერად, მარჯვენა წკაპი ლინკზე და Save Linked Content As...
Countdown Bypasser მისი საშუალებით, თქვენ აღარ დაგჭირდებათ იმ დროის მოცდა, რომელიც ქართულ უფასო ფაილ ჰოსტინგებს აქვთ ფაილის ლიმიტური ანგარიშით გადმოწერისას
Opera-ს ჯავასკრიპტის გარდა გავაკეთე Firefox-ის ადონიც, გადმოწერეთ აქედან დასაყენებლად გადმოქაჩეთ და Open-ით გახსენით ეს ფაილი
ბრაუზერი Opera-ს დევევლოპერები ყველაზე მეტად ზრუნავენ მომხარებელზე, რათა მან კომფორტულად იგრძნოს თავი ვებ სერფინგის დროს. Opera-ს აქვს ყველაზე მოქნილი და მოდიფიცირებადი ინტერფეისი, ასევე ბევრი აღსანიშნავი სერვისი, E-mail კლიენტი, IRC კლიენტი, ვიდჯეტები, Unite და ა.შ. თუმცა ამ თემაში მე ვისაუბრებ UserJS-ს (მომხარებლის სკრიპტები) შესახებ. UserJS გაძლევთ საშუალებას ამა თუ იმ ვებსაიტის თქვენი სურვილისადმი მოდიფიკაციას... მაგალითად Youtube-ზე ვიდეოს გადმოსაწერი ბმულის დამატებას.
ვისაც დაგაინტერესათ მათი ამუშავება სასწავლებელი ქვევითაა
1) შექმენით საქაღალდე ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი სახელით თქვენს კომპიუტერში ისე, რომ ხელი არ შეგილოთ... მე მაგალითად Opera-ს მთავარ საქაღალდეში მაქვს შექმნილი სახელად, UserJS
2) დააწექით CTRL + F12, გადადით დაფაზე Advanced და მარცხნივ დანაროფებიდან ამოირჩიეთ Content:
4) დაადასტურეთ შეტანილი ცვლილებები OK-ით, როცა კი ახალი UserJS-ის დამატება მოგინდებათ უბრალოდ ჩააგდეთ ზემოთ ხსნებული საქაღალდეში
გილოცავთ... ახლა თქვენ უკვე გააქტიურებული გაქვთ UserJS თქვენს ბრაუზერში, მაგრამ არ გაქვთ თვითონ სკრიპტები, მათთვის ეწვიეთ საიტს Userscripts.org ან იხილეთ ჩემს თემაში
დღეს ვათვალიერებდი Wallpaper-ებს Opera-ს საიტზე, რამოდენიმე გვერდის გადაფურცვლის შემდეგ მეც მომინდა ერთის გაკეთება და გავაკეთე კიდეც, ნახატი დავხატე უფასო პროგრამა Paint.NET-ში ოთხი სხვადასხვა ზომით...
დაახლოებით ერთი კვირის წინ, შუაღამეს (2:30 ალბათ) ვუყურებდი კინოს... მაგრად მეძინებოდა, ამიტომ მეორე დღეს არაფერი მახსოვდა ერთი საუნდტრეკისა და მსახიობის რომელსაც სქელი წარბები ქონდა. საუნდტრეკი ძალიან მომეწონა, რამაც გამიჩინა მისი მოძებნის სურვილი. აი რა ვქენი მის მოსაძებნად:
1) პირველ რიგში შევედი გუგლის სურათების საძებნელაში და მოვაძებნიე, "actor with thick eyebrows" ჩემდა გასაკვირად მეორე გვერდზე, პირველი რიგის ბოლოს აღმოჩნდა ის "იდუმალი" მსახიობი. დავაწკაპუნე სურათზე და გავიგე რომ მსახიობს ქვია Colin Farrell-ი
2) შემდეგ ნაბიჯზე მისი ფილმოგრაფიის ნახვა დავისახე მიზნად, რაც ძალზედ მარტივი აღმოჩნდა: Ondine (2009) Triage (2009) The Imaginarium of Doctor Parnassus (2009) Cassandra's Dream (2008) In Bruges (2008) Pride and Glory (2008) Ask the Dust (2006) Miami Vice (2006) The New World (2005) Alexander (2004) Intermission (2004) A Home at the End of the World (2004) Bobby Morrow (1982) Daredevil (2003) Phone Booth (2003) S.W.A.T. (2003) Veronica Guerin (2003) The Recruit (2003) Hart s War (2002) Minority Report (2002) American Outlaws (2001) Ordinary Decent Criminal (2000) Tigerland (2000) The War Zone (1999) Drinking Crude (1997) London Boulevard
3) სიის მიხედვით ყველა კინოს დასახელება მოვიძიე გუგლში... რამოდენიმე "ასეჩკას" მერე მივადექი A Home at the End of the World (2004)-ს. რომელიც აღმოჩნდა იმ ფილმად, რომელსაც ვეძებდი
4) ბოლოს საუნდტრეკების ძებნა დავიწყე (ყველაზე მარტივი მეგონა), ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე ვერაფერი ვიპოვე. ყველგან Amazon.com-ი მებლანდარებოდა თვალებში, ის კი ფასიანია ამიტომ მას ყველაზე ბოლოს ვეწვიე, სადაც დაახლოებით 20 წამის მოსმენა უფასო ყოფილა, ჩემთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა და მივაგენი სიმღერას Dusty Springfield - Wishin' And Hopin'