რა არის UserJS და რისთვის გვჭირდება ის?!...
Thursday, October 1, 2009 10:22:26 AM
ბრაუზერი Opera-ს დევევლოპერები ყველაზე მეტად ზრუნავენ მომხარებელზე, რათა მან კომფორტულად იგრძნოს თავი ვებ სერფინგის დროს. Opera-ს აქვს ყველაზე მოქნილი და მოდიფიცირებადი ინტერფეისი, ასევე ბევრი აღსანიშნავი სერვისი, E-mail კლიენტი, IRC კლიენტი, ვიდჯეტები, Unite და ა.შ. თუმცა ამ თემაში მე ვისაუბრებ UserJS-ს (მომხარებლის სკრიპტები) შესახებ. UserJS გაძლევთ საშუალებას ამა თუ იმ ვებსაიტის თქვენი სურვილისადმი მოდიფიკაციას... მაგალითად Youtube-ზე ვიდეოს გადმოსაწერი ბმულის დამატებას.ვისაც დაგაინტერესათ მათი ამუშავება სასწავლებელი ქვევითაა
1) შექმენით საქაღალდე ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი სახელით თქვენს კომპიუტერში ისე, რომ ხელი არ შეგილოთ... მე მაგალითად Opera-ს მთავარ საქაღალდეში მაქვს შექმნილი სახელად, UserJS
2) დააწექით CTRL + F12, გადადით დაფაზე Advanced და მარცხნივ დანაროფებიდან ამოირჩიეთ Content:
3) დააწკაპუნეთ ღილაკზე JavaScript Options დამიუთითეთ ზემოთ ხსენებული ფოლდერის მისამართი ღილაკი Choose...-ით
4) დაადასტურეთ შეტანილი ცვლილებები OK-ით, როცა კი ახალი UserJS-ის დამატება მოგინდებათ უბრალოდ ჩააგდეთ ზემოთ ხსნებული საქაღალდეში
გილოცავთ... ახლა თქვენ უკვე გააქტიურებული გაქვთ UserJS თქვენს ბრაუზერში, მაგრამ არ გაქვთ თვითონ სკრიპტები, მათთვის ეწვიეთ საიტს Userscripts.org ან იხილეთ ჩემს თემაში







Unregistered user # Thursday, December 24, 2009 8:11:49 AM
Alexander PataridzeDZE-MasteR # Thursday, December 24, 2009 4:35:43 PM
Originally posted by anonymous:
შენ ვერ იწერ, მარჯვენა კლიკი და "Save linked content as"