Sandro's Blog

სანდროს ბლოგი

შავი სიცარიელე ანუ მეხუთე განზომილება

Мой старый добрый, блог!

(წინასწარ მინდა გითხრათ, რომ პრინციპში ეს ყველაფერი აბსოლუტური სისულელეა)

ყველას გვიფიქრია ალბათ კოსმოსზე, სამყაროსა და მის დასასრულზე, მეგობრებთან ან თუნდაც მარტო, როდესაც სოფელში კოცონის გვერდში ვზივართ და ბნელი და საინტერესო ღამე გვაფიქრებს სხვადასხვა თემაზე, ვუკვირდებით ვარსკვლავებს და ბედნიერი თვალებით მეგობარს ვუძახით "შეხედე ვარსკვლავი ჩამოვარდა", შემდეგ კი მეცნიერულ აზროვნებას მოკლებულად ვმსჯელობთ "კოსმოსურ საკითხებზე". მოკლედ რისი თქმა მინდა, გუშინ (მიუხედავად იმისა, რომ არც სოფელში ვიყავი და არც კოცონის გვერდში ვიჯექი) გამიჩნდა აზრი, რომ ჩვენი კოსმოსის უკიდეგანო სივრცეს შეიძლება ჰქონდეს საზღვარი, მაგალითად, ერთი დიდი შავი წერტილი, რომელიც ისევე ამთავრებს სამყაროს, როგორც უბრალო წერტილი წინადადებას. ალბათ, ერთი შეხედვით ასეთი წერტილის წარმოდგენა უფრო წარმოუდგენელია ვიდრე იმ ფერის, რომელიც თვალით არ გვინახავს. ანუ თუ ეს სამყარო, მაგალითად მოქცეულია რაღაც კუბში... იდეაში, კუბს იქეთაც უნდა იყოს რაღაც სივრცე, ეს კი ეწინააღმდეგება იმ მსუქანი წერტილის იდეას, ამიტომ ცოტათი უფრო ჩავღრმავდი ამ საკითხში, რის შედეგადაც მომივიდა (ჩემი აზრით) ფრიად საინტერესო იდეა, მსუქანი წერტილის იქეთ, რომელიც ჩემს მაგალითში ეს უზარმაზარი კუბია, არაა აუცილებელი იყვეს სივრცე, უკიდეგანო სივრცე ეს ჩვენთვის, მოკვდავებისთვის არის რაღაც, რაც შედარებით იოლი წარმოსადგენია. მე მინდა ვთქვა, რომ ამ მსუქანი წერტილის მიღმა არის ისეთი რამ, სადაც არც დროა და არც სივრცე. თუმცა არაფერიათქო, ამასაც არ ვამბობ. პარადოქსულად ჟღერს არა?! მე ამ "ობიექტს" ჩემებურად შევარქვი "შავი სიცარიელე", სადაც აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა, იქ სივრცის მაგივრად აბსოლუტურად ჩვენი გაგებისთვის წარმოუდგენელი არაფიზიკური მდგომარეობაა, ხოლო დროის მაგივრად სტატიკური ქაოსი, ან კიდევ რაიმე სხვა.

დიახ, დიახ გეთანხმებით, რომ ყველაფერი ზევით დაწერილი სასაცილოა, ამიტომ ველი ცინიზმს, პირიქით ნასიამოვნები ვიქნები თუ ვინმე საერთოდ ცინიკურად მაინც გამოეხმაურება ამ სტატიას smile.

გმადლობთ ყურადღებისთვის smile

ჟესტების ანბანი = წარმატების ანბანი

Comments

Unregistered user Sunday, January 9, 2011 4:13:44 PM

სტივენ ჰოკინგი writes: გამარჯობათ, ახალგაზრდა ფიზიკოსო! თქვენი პარადოქსული მსჯელობა არც ისე პარადოქსულია, მიმდინარეობს მეცნიერული კვლევა მაგ კუბის იქეთ არსებული სხვა სამყაროს შესასწავლად (ტელესკოპ „ХаБля"-ს დახმარებით) - და ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე თეორია ამის შესახებ. თქვენს სტატიაში დაშვებულია რამდენიმე უზუსტობა - გთხოვთ შემდგომში გაითვალისწინოთ 1) სათაურში დაშვებულია შეცდომა - შავი სიცარიელე მეექვსე განზომილებაა - მეხუთეს ნარნიაა :) 2) მსუქან წერტილს ეწოდება შავი კალაბოკი (The black calaboce) 3) შავ სიცარიელეს კი - წყვდიადი ვაკუუმში (The darkness in vacuum)

Unregistered user Sunday, January 9, 2011 4:16:20 PM

Dr. Ophthalmologist writes: Masturbation causes acne or loss of eyesight

Alexander PataridzeDZE-MasteR Sunday, January 9, 2011 4:19:01 PM

ბატონო ანონიმო #1 გენიალური კომენტარია, გმადლობთ smile

Unregistered user Sunday, January 9, 2011 4:28:07 PM

Stephen (სტეფანე) Hawking writes: Anonymous is your alcoholic dad - I'm Stephen Hawking

Alexander PataridzeDZE-MasteR Sunday, January 9, 2011 8:55:42 PM

ბატონო Стёпа ასეთი ლევი ბლოგების კითხვა როდიდან დაიწყეთ?

Unregistered user Friday, January 28, 2011 1:13:20 PM

Anonymous writes: საინტერესოა , მეც მაქვსს მსგავსი იდეები რა როგორ შეიძლება არსებობდეს და როგორც ჩანს ჩვენი იდეოლოგია ემთხვევა ერთმანეთს სანდრიკ . მახარებს აგრეთვე ის ფაქტი რომ როგორც გავიგე გაგრძელებაც ექნება დაა სულმოუთქმელად დაველოდები ... საჭიროება არ მოითხოვს იმას რომ ვნახოთ, ჩვენ შეგვიძლია მისი წარმოსახვა რადგან ჩვენი გონება ბევრ ასეთ ფოტოგრაფიას მოიცავს ... ფრიად მესიამოვნა მინდა გითხრაა რომ მიუხედავად შენი აზროვნებისა ამდენს მაინც არ მოველოდი ....

Write a comment

New comments have been disabled for this post.

May 2012
M T W T F S S
April 2012June 2012
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31