Sandro's Blog

სანდროს ბლოგი

რატომ მიყვარს Valve?!...

დღეს ვათვალიერებდი ჩანიშნულ ბმულებს და აღმოვაჩინე, რომ მაქვს ბლოგი smile
კარგი ხო გატყუებთ, ვიცოდი და მახსოვდა, რომ მქონდა ბლოგი, მაგრამ რაღაც შესავალი ხომ უნდა გამეკეთებინა?!... ერთი სიტყვით ბოდიში smile

როგორც რუსები იტყვიან ближе к телу... უკვე რამოდენიმე წელია ფანატურად ვარ შეყვარებული თამაშზე Half-Life, მაგრამ მიუხედავად ღრმა სიყვარულისა, სიმართლე გითხრათ თამაშის ისტორიას დიდად არ ჩავღრმავებულვარ და მხოლოდ ზედაპირულად ვტკბებოდი თამაშით (გეიმპლეი, მონსტრების შესახედაობა)... ისტორიას, მხოლოდ და მხოლოდ დაახლოებით ერთი წლის წინ გავეცანი საფუძვლიანად, თამაშის რამოდენიმეჯერ დახურვისა და სხვადასხვა სასარგებლო საიტის დათვალიერებით, საუბედუროდ თამაშის შესანიშნავ ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ sad, ვინაიდან და რადგანაც მეზარება, რამეთუ ძალიან გრძელია (ამ "სტატიის" ბოლოში დავდებ ბმულებს, რომელთა დახმარებით კარგად გაიცნობთ თამაშის ისტორიას*). მხოლოდ გეტყვით იმას, რომ თამაშის პირველი ნაწილის ძალიან ბევრი ელემენტი აღებულია გენიოსი მწერლის, სტივენ კინგის ნაწარმოებიდან, "ბურუსი".
არ ვიცი ჩემში რამ გაიღვიძა, მაგრამ სიტყვების, "Portal", "Black Mesa", "GMan", "Half-Life", "GLaDOS" გაგონებისას ვასიკო კეჟერაძის მსგავსად ხელებზე და არამარტო ხელებზე, თმები სურაკატებივით დგება bigsmile (ზედმეტია ლაპარაკი ტრეილერისა ან ტიზერის ყურებისას რა მემართება bigsmile).


მოკლედ... სიყვარულის მიზეზები:

1) უზარმაზარი წარმატება - 1998 წელს, როცა ვალვმა თავისი პირველი თამაში Half-Life შექმნა, მას დისტრიბუტორის შოვნაც კი ძალიან გაუჭირდა, ვინაიდან ვერცერთმა პაბლიშერმა ვერ მიიღო სერიოზულად კომპანია, რომელსაც ლოგოდ თვალამოთხრილი ვენტილიანი კაცი აქვს, მორიგი კვეკის ძრავაზე დაფუძნებული თამაშით, სადაც ლამბდას გამოკვლევების ცენტრში, შავ მეზაზე მომუშავე ვიღაც ფიზიკოსი გადატრიალებას მოახდენს პლანეტა ზენზე, გადასახლებულ ვორტების იერარქიულ ქვეყანაში, მათი ლიდერის, ნიჰილანტის მოკვლით (უი... ისტორიის მოყოლა დავიწყე). საბედნიეროდ, ბოლოს და ბოლოს პაბლიშერმა Sierra-მ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს (და არ ინანა). მოგვიანებით Half-Life აღიარეს წლის საუკეთესო თამაშად, ზოგიერთმა კი საერთოდ ისტორიაში საუკეთესო თამაშად აღიარა (მათ შორის მეც bigsmile)

2) გეიმდევისადმი სწორი მიდგომა - ყველასათვის დიახ, დიახ... აბსოლუტურად ყველასთვის, (ნუ... კარგი ბებიაჩემის გარდა bigsmile) ცნობილი Counter-Strike იყო ყველაზე წარმატებული არაოფიციალური (რომელზეც დღეს ვალვს აქვს საავტორო უფლებები) Half-Life-ის მოდიფიკაცია, რომლის შემქნელი ვალვმა შემდომში სამუშაოდ აიყვანა და აიყვანა არა მხოლოდ ის, აიყვანა სხვა მოდიფიკაციების შემქმნელნი და ენთუზიასტი პროგრამისტები, ვინაიდან... უფრო ალბათ... ხვდებოდა, რომ ზუსტად იმ თვითნასწავლმა პროგრამისტმა უფრო იცის რა უნდა, რომ ითამაშოს.

3) ძალიან მოქნილი ძრავა, Source - დღესდღეობით, არცერთი ახალი თამაშის ძრავა არ არის იმდენად პოპულარული, რამდენადაც Source. ამ ძრავაზე იქმნება უამრავი Half-Life-ის მოდი, სხვა თამაში და მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც კი.

4) მარკეტინგისადმი სწორი მიდგომა - Half-Life 2-ის გამოსვლის შემდეგ, არ გასულა დიდი დრო, გამოვიდა Half-Life 2: Episode 1, მას კი მოჰყვა Half-Life 2: Episode 2, ჩნდება კითხვა რატომ მოიქცა ვალვი ასე. მე გეტყვით, რატომ... ვალვმა გეიმერები შეაჯინა რაღაც ვირტუალურ ნარკოტიკს, რომლის დოზას პერიოდულად აწვდიდა... ბოლოს კი... მეოთხე დოზა აღარ მისცა, ვინაიდან გეიმერი ე.წ. "ლომკებში" ჩაეგდო და ახალი დოზის გამოქვეყნების შედეგად ვირტუალური ნარკომანი, მოსკოვიდან სმოლენსკში საჭმლისა და მოსასვენებლის პოვნის იმედით ჩასულ ნაპოლეონის ჯარს დამსგავსებოდა bigsmile.

5) თამაშების შესანიშნავი ისტორია და დაუვიწყარი გარემო - არ დავიწყებ ამის გარჩევას smile

6) თამაშების ისტორიების გადაკვეთა - (ამას მეხუთე მიზეზის სუბმიზეზადაც ვთვლი), თუ გაქვთ ნათამაშები Half-Life 1 და მისი სხვა სერიებიც (Blue Shift, Opposing Force, Decay), შეამჩნევდით, რომ ხშირად იკვეთება ისტორია... ან გორდონ ფრიმენი გაირბენს თქვენ წინ, ანაც რადიოში ისმის, თუ როგორ გეგმავს ამერიკის ჯარი შავი მეზის აფეთქებასა და გორდონის ლიკვიდირებას და ანაც როგორ მიათრევენ გონებაგათიშულ გორდონს ნაგვის უტილიზაციის ცენტრში. ჩემი აზრით ეს დიდად გასაკვირი არცაა, რამეთუ ერთი და იგივე თამაშია. აი, როდესაც Portal-ში, კორპორაცია Aperture Science-ის ერთ-ერთ კონფერენციის დარბაზში დაფაზე დავინახე, შავი მეზის მიღწევების ცხრილი, ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... ასევე ძალიან გამახარა, თამაშის დახურვის შემდეგ, GLaDOS-ის სიმღერამ, რომელშიც რობოტი ეხუმრება შელს (მთავარ გმირს), რომ მას დიდი შანსი აქვს დაიწყოს მუშაობა შავ მეზაში. სხვათაშორის გეტყვით, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი მულტფილმზე, რომელშიც ყველა სუპერგმირი თუ ბოროტმოქმედი გაერთიანებული იქნებოდა (Justice League-მა ოცნება ნაწილობრივ ამისრულა bigsmile)

7) გენიალური ციტატები
მაგ. "The right man in the wrong place can make all the difference in the world." - GMan
"But I think we can put our differences behind us, for science... You monster!" - GLaDOS
და ა.შ


მგონი საკმარისი რაოდენობის მიზეზი დავწერე, რომ მეჩვენებინა ვალვის საუკეთესო მხარეები და რატომ მიყვარს ეს კომპანია ასე ძალიან, მას შემდეგაც კი რაც აღიარა, რომ ლინუქსისთვის განკუთვნილ Steam-ზე არ მუშაობს sad

* სასარგებლო ბმულები:
http://hlstory.narod.ru/
http://goo.gl/4Kfn

თავხედი სკაიპი, Windows 7 და ამოცანათა პანელიჟესტების ანბანი = წარმატების ანბანი

Comments

Unregistered user Thursday, August 26, 2010 3:45:33 PM

chekista writes: dzalian sasiamovnoa ra... cavikitxe da vedzebdi qartul web sivrceshi hals life 1-s ... gadmovcere da sxa nacilebsac vicer ... ise kargad giceria rom mominda tamashi ra...

Alexander PataridzeDZE-MasteR Thursday, August 26, 2010 4:31:23 PM

@chekista ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რომ მოგეწონა სტატია

Unregistered user Thursday, August 26, 2010 9:26:50 PM

DrAcid writes: მადლობ, ალექს ამ სტატიისთვის... მეც მომინდა! :D წელის ტკივილიც კი დამავიწყდა ერთი წუთით... გაიხარე!

Alexander PataridzeDZE-MasteR Thursday, August 26, 2010 10:41:45 PM

@DrAcid რომ არ მენახა შენს დესკტოპზე ის სანიშნე, არამგონია ეს თემა დამეწერა smile

Unregistered user Friday, August 27, 2010 11:49:24 PM

Oto Xorxeli writes: ეჰჰჰ , რა კარგი ბიჭი იყავი :(

Unregistered user Saturday, September 25, 2010 10:01:11 PM

fR4gn0tiX writes: chemi kompiuteri ver "qachavs" source-s dzravaze daweril tamashebs, arc half life 2 da arc portal ar maq natamashebi :( arada dzalian minda vitamasho da gavigo storyline :( xolo rac sheexeba Half Life 1-s, Blue Shift-s, Opposing Force-s da Decay-s,

Unregistered user Saturday, September 25, 2010 10:02:25 PM

Anonymous writes:

Aleko ManagadzefR4gn0tiX Saturday, September 25, 2010 10:04:44 PM

chemi kompiuteri ver "qachavs" source-s dzravaze daweril tamashebs, arc half life 2 da arc portal ar maq natamashebi sad arada dzalian minda vitamasho da gavigo storyline sad

xolo rac sheexeba Half Life 1-s, Blue Shift-s, Opposing Force-s da Decay-s, << am tamashebis storyline-is (titqmis) yvela uwvrilmanesi detali zepirad vici. martlac dzalian dzlieri storyline aqvs!!! tumca erti shekitxva mainc darcha upasuxod... shekitxva romelic modis 1998 wlidan da dgemde ar aris pasuxi gacemuli... vin aris GMAN?!!!!!!!!!!!!!!!!!
amis shesaxeb xalxi ra teoriebs agar agebs xD zogi ambobs ro igive Gordon Freeman-ia momavlidan dabrunebuli, zogi varaudobs rom "Alien"-ia, ogond adamianis formashi (albat amit aixsneba is faqti, rom is titqos mouxerxebelia adamianis formashi, sul halstuxs isworebs da metyvelebac uchirs)

Alexander PataridzeDZE-MasteR Friday, October 1, 2010 5:48:58 PM

Originally posted by fR4gn0tiX:

Aleko Managadze


ჩემი აზრი ემთხვევა იმ ვარაუდს რომ ჯიმენი უცხოპლანეტელია

Aleko ManagadzefR4gn0tiX Monday, October 18, 2010 7:04:32 PM

kompi gavadzliere da ukve davxure Portal, Half life 2, Half life 2 Episode 1 da Half Life 2 Episode 2.

BEST GAME EVER!!!!!!!!!!!!!!!!!

tavidan shokirebuli viyavi rodesac Episode 2-shi davinaxe gemi "Borealis" sadac ert-ert konteinerze tu ragac magdagvarze ewera "Aperture Laboratories" yikes rogorc Kleiner-ma tqva "This is INCREDIBLE!"

http://images2.wikia.nocookie.net/__cb20100212135360/half-life/en/images/d/df/Borealis_ep2.jpg

sulmoutmenlad velodebi Episode 3-s da Portal 2-s.

P.S
erti shekitxva maqvs. tamash "Portal"-shi movlenebi iqamde xdeba sanam Half Life 1-shi mecnierebi yvelafers jojoxetshi gagzavnian?

Alexander PataridzeDZE-MasteR Saturday, October 30, 2010 7:05:56 AM

Originally posted by fR4gn0tiX:

erti shekitxva maqvs. tamash "Portal"-shi movlenebi iqamde xdeba sanam Half Life 1-shi mecnierebi yvelafers jojoxetshi gagzavnian?


პორტალში სიტუაცია ვითარდება Black Mesa-ს უბედურების მერე.

ვალვე დაგლიჯავს თუ რამე ტრეილერს მაინც გაჩითავს

Unregistered user Wednesday, December 1, 2010 9:18:45 AM

დელფი writes: ჰო, ნახევრად დაშლა აგრეთვე ჩემი საყვარელი თამაშია. უკვე რამდენი წელია ველოდები გაგრძელებას და არ დაადგა საშველი :( მადლობა სტატიისთვის, მომეწონა!

Alexander PataridzeDZE-MasteR Thursday, December 2, 2010 6:12:55 PM

Originally posted by anonymous:

დელფი writes:

ჰო, ნახევრად დაშლა აგრეთვე ჩემი საყვარელი თამაშია. უკვე რამდენი წელია ველოდები გაგრძელებას და არ დაადგა საშველი sad

მადლობა სტატიისთვის, მომეწონა!


ფრიად გახარებული ვარ, ამ ფაქტით

Write a comment

New comments have been disabled for this post.

May 2012
M T W T F S S
April 2012June 2012
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31