თავხედი სკაიპი, Windows 7 და ამოცანათა პანელი
Tuesday, March 23, 2010 5:46:55 PM
7, windows, win7, last, update, skype, უკანასკნელი, სისტემური, განახლება, სისარე, არე, არე, ვინ7, არე, განახლება, უკანასკნელი, სისტრეი, განახლება, ვინდოუს, სისტემური, არე, სკაიპ, ბოლო, განახლება, სისარე, ვინდოუს, ვინდოუს, სისტემური, ბოლო, არე
სკაიპის ბოლო განახლების შემდეგ, სკაიპმა სისტემური არეს (System Tray) ნაცვლად ამოცანათა პანელში (Taskbar) ჩაღუნა თავი.
სკაიპის ასეთი ყოფაქცევა არ მესიამოვნა, ამის გამო მომინდა მისი დატუქსვა, მაგრამ კონფიგურაციაში ვერანაირი მიზეზი დასატუქსად ვერ ვიპოვე, თუმცა 10 წუთიანი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სკაიპი უკვირდება, იმას თუ რომელი ვერსიის Windows-შია. როგორც ჩანს Windows 7 ვერ ახერხებსს თავის დაცვას ასეთი თავხედური საქციელისაგან და ნებართვას აძლევს სკაიპს ამოცანათა პანელში იცხოვროს, რაც შეეხება Vista-ს ის მყარად დგას და არ აბედინებს ამის გაკეთებას, ამიტომ ჩვენც ავდგეთ და ვისტაში ამოვაყოფინოთ თავი.
ამის გასაკეთებლად მარჯვენა მაუსის ღილაკით დააწექით სკაიპის მალსახმობს (Shortcut) და აირჩიეთ Properties, შემდეგ ჩანართი Compatibility. Compatibility mode-ში მონიშნეთ Run this program in compatibility mode for:, აირჩიეთ Windows Vista და OK.
ასეთი ოპერაციის შემდეგ "თავხედი" სკაიპი პირდაპირ სისტემურ არესთან გაიქცევა. 
Unregistered user # Thursday, March 25, 2010 7:53:20 AM
Unregistered user # Friday, June 4, 2010 5:43:59 AM
Unregistered user # Friday, August 6, 2010 2:32:33 PM